რა არის შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა და რაში გვეხმარება ის – დაგეგმე კარიერა

25 წლის გიორგი სინაურიძე პროფესიით ეკონომისტია. უნივერსიტეტში ჩაბარებისას ეს სფერო ოჯახის რჩევითა და მისი პრესტიჟულობის გამო შეარჩია, თუმცა სწავლის დასრულების შემდეგ ამ მიმართულებით ვერ დასაქმდა. როგორც ამბობს, პროფესიის შერჩევისას 17 წლის იყო და გააზრებული არ ჰქონდა რა სურდა, ასევე არ ჰქონდა ინფორმაცია კარიერული პერსპექტივების შესახებ. ამ მხრივ ვერც სკოლაში დაეხმარნენ, რაც ძალიან სჭირდებოდა, რადგან საქართველოს სკოლებში “კარიერის მრჩევლის” ინსტიტუტი არ არსებობს.

საქართველოს ხელისუფლება წლების განმავლობაში ვერ ატარებდა ეფექტურ შრომის პოლიტიკას, რისი ერთ-ერთი მთავარი მიზეზი შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის არარსებობა იყო. სისტემის არსებობის შემთხვევაში, გიორგი სინაურიძეს ეცოდინებოდა შრომის ბაზრის ტენდენციები, სპეციალისტთან გაივლიდა კონსულტაციას კარიერის შესარჩევად, მიიღებდა სრულყოფილ ინფორმაციას  შრომის ბაზარზე მოთხოვნად პროფესიებზე და ა.შ.

„უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“- ევროკავშირის ორგანიზებული შეხვედრა თბილისში.

„უკეთესი უნარები უკეთესი დასაქმებისთვის“- ევროკავშირის ორგანიზებული შეხვედრა თბილისში.

სისტემის არარსებობის გამო, ქვეყანაში შეუსაბამობაა ერთი მხრივ, შრომის ბაზრის მოთხოვნებსა და საჭიროებებს და, მეორე მხრივ, სამუშაო ძალის უნარებს შორის. ამის შესახებ შრომის ბაზრის აქტიური პოლიტიკის 2016-2018 წლების სამოქმედო გეგმაშია აღნიშნული.

საქართველოს მთავრობის მიერ კვლევის მიხედვით, ადგილობრივ სამუშაო ძალას არ გააჩნია შრომის ბაზრის მიერ მოთხოვნილი უნარები. ამ მოსაზრებას ამყარებს საერთაშორისო კონკურენციის ინდექსის ანგარიშიც, რომლის მიხედვითაც, საქართველოში ბიზნესის კეთების რიგით მეორე წინაღობა არასაკმარისად მომზადებული სამუშაო ძალაა. ევროკავშირის ბევრი ქვეყნისაგან განსხვავებით, სადაც უმუშევრობა ნაკლებად განათლებული ჯგუფების გამოწვევაა, საქართველოში უმუშევართა 50 პროცენტს საშუალო სკოლა აქვს დასრულებული, ხოლო 40 პროცენტი უმაღლესი განათლებითაა.

„თუ ქვეყანას შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა არ აქვს, განათლების და დასაქმების პოლიტიკა ბრმად და არასისტემატიურად კეთდება,“ – ამბობს ანა დიაკონიძე, ევროკავშირის ექსპერტი.

რა არის შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა?

ევროკავშირსა და საქართველოს შორის დადებული ასოცირების ხელშეკრულებით, გათვალისწინებულია ეფექტური შრომის ბაზრის  ჩამოყალიბება. ეფექტური შრომითი ბაზარი გულისხმობს აქტიური შრომითი პოლიტიკის გატარებას და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის შექმნას.

ამ მიზნების მისაღწევად, 2013 წელს ევროკავშირმა საქართველოს საბიუჯეტო დახმარების პროგრამით, 27 მილიონი ევრო გამოუყო. დახმარების ფარგლებში, ქვეყანაში ორი სექტორის რეფორმა განხორციელდა: დასაქმების და პროფესიული განათლებისა და გადამზადების მიმართულებით.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის კონცეფცია და მისი განხორციელების სამოქმედო გეგმა ევროკავშირის მიერ ზემოხსენებული პროგრამის დაფინანსების წინაპირობად იქნა მიჩნეული. სისტემა 2016 წლის დეკემბერში შეიქმნა.

შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა წარმოადგენს „ერთი ფანჯრის“ პრინციპზე შექმნილ საჯარო ვებგვერდს, რომელიც უზრუნველყოფს სხვადასხვა მომხმარებლისთვის განახლებული ინფორმაციის მიწოდებას ქვეყანაში შრომის ბაზრის ტენდენციებზე, კარიერულ დაგეგმვასა და პროფესიებზე.

მაგალითად, თუ თქვენს გსურთ გახდეთ ინჟინერი, საიტზე ნახავთ ინფორმაციას ამ სფეროში არსებულ საშუალო ხელფასზე, კარიერული წინსვლის პერსპექტივაზე, ამ პროფესიით დასაქმებული ადამიანების რაოდენობაზე, მიიღებთ კვლევებზე დაფუძნებულ პროგნოზს, მომდევნო წლებში ამ სფეროში ხელფასისა და დასაქმებული ადამიანების ზრდასა თუ შემცირებაზე ინფორმაციას…

ეს სისტემის შესაძლებლობის ერთი ნაწილია. საერთო ჯამში, ვებგვერდს შემდეგი კატეგორიები აქვს:

შრომის ბაზარი

[checklist]

[/checklist]

ხელფასები მოსახლეობა

[checklist]

[/checklist]

მაკროეკონომიკა

[checklist]

[/checklist]

ინვესტიციები

[checklist]

[/checklist]

განათლება

საერთაშორისო შედარებები


თავად სისტემა არ წარმოადგენს ინსტიტუციას, არამედ აერთიანებს სხვადასხვა ინსტიტუციაში არსებულ ინფორმაციას.

საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შრომის ბაზრის ანალიზის სამმართველოს უფროსის, გიორგი გამყრელიძის თქმით, ვებგვერდი ადამიანებსა და სხვადასხვა ინსტიტუციებს აწვდის დახარისხებულ და მარტივად აღსაქმელ ინფორმაციას:

„საინფორმაციო სისტემა სხვადასხვა წყაროდან აგროვებს და აანალიზებს ინფორმაციას. საიტის გამოყენებით, მოქალაქეები გასაგები ფორმით, მათ შორის ინფოგრაფიკებით, იღებენ ინფორმაციას. შესაბამისად, უფრო მეტად გაცნობიერებულები არიან შრომისა და განათლების სფეროში არსებულ ტენდეციებზე. ეს საიტი სასარგებლოა როგორც ინდივიდებისთვის, ასევე ბიზნესისა და ხელისუფლებისთვის. “

გიორგი გამყრელიძის განმარტებით, შედეგად ჩვენ მივიღებთ უფრო ეფექტურ შრომის ბაზარსა და კვალიფიციურ მშრომელებს.

ევროკავშირის ექსპერტის, ანა დიაკონიძის თქმით, საინფორმაციო სისტემა ასევე აანალიზებს ინფორმაციას ეკონომიკის კონკრეტული სფეროების ზრდისა და შემცირების შესახებ. ამ მონაცემების მიხედვით, საგანმანათლებლო დაწესებულებებს საკუთარი სასწავლო პროგრამების შემუშვება შეუძლიათ:

„ევროკავშირი საქართველოს ეხმარება დასაქმების პოლიტიკის განვითარებაში და შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემა ამ პოლიტიკის მთავარი ნაწილია.“

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის დეპარტამენტის უფროსი, ეზა ჯგერენაია ამბობს, რომ სამინისტრო მუშაობს სისტემის განვითარებაზე და მას ახალი ფუნქციებიც დაემატება:

„ეს სისტემა არ არის სრულყოფილი, სულ ორი წელია, რაც ფუნქციონირებს და მას განვითარება სჭირდება. ამჟამად სამინისტრო ამზადებს  შრომისა და დასაქმების ახალ, 5 წლიან სტრატეგიას, რომელიც განსაზღვრავს სამოქმედო გეგმას, როგორც ამ სისტემაზე, ასევე შრომის ინსპექციაზე, მედიაციაზე, სოციალურ დიალოგზე, დასაქმების ხელშეწყობის სერვისებზე და სხვა.”

ბოლო რამდენიმე წელია, ევროკავშირსა და საქართველოს მთავრობას შორის თანამშრომლობის ძირითად სფეროს დასაქმების, პროფესიული განათლებისა და გადამზადების სექტორების რეფორმა წარმოადგენს. ამ თანამშრომლობის მთავარი მიზანი სამუშაო ადგილების შექმნა და ეკონომიკური ზრდაა.

სხვა მიღწევებს შორის ევროკავშირმა საქართველოს მთავრობას მხარი დაუჭირა ისეთ აქტივობებში, როგორიცაა:

[checklist]

[/checklist]

გარდა ამისა, ევროკავშირმა ოთხი პროექტი დააფინანსა ინოვაციური გადაწყვეტილებების პილოტირებისთვის: შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირთათვისი, რეგიონებში მცხოვრებთათვის, აგრო და ოჯახური ბიზნესის განვითარებისთვის.