პრეზიდენტისთვის ეროვნული პრემიების მინიჭების უფლების ჩამორთმევის საკითხზე მთავრობამ დადგენილება არ მიიღო

თუმცა, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრმა მაია ფანჯიკიძემ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, გურამ ოდიშარია დღეს მთავრობის სხდომაზე საერთოდ არ გამოცხადებულა, ხოლო სამინისტროს წარმომადგენლის მიერ წარდგენილი ეს საკითხი ბევრი შეკითხვის არებოსბის გამო მთავრობას არ მიუღია:

 

“ოდიშარია დღევანდელ სხდომაზე საერთოდ არ გახლდათ, ხოლო კულტურის სამინისტროდან იყო მხოლოდ ერთი საკითხი, რომელიც არ მიუღია მთავრობას, რადგანაც ჩათვალა, რომ ამაზე მსჯელობა იყო საჭირო და იგი ეხებოდა რუსთაველის და ეროვნული პრემიების საკითხს. ამ საკითხის განხილვა ბევრი შეკითხვის გამო გადაიდო და მთავრობას დადგენილება არ მიუღია, ჩვენ ყველანი კიდევ ვიმუშავებთ ამ საკითხზე,” – განაცხადა ფანჯიკიძემ.