ჰიუ ბეილი: NATO ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრის მცდელობას გააგრძელებს

“მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის გადაჭრა საომარი მოქმედებებით შეუძლებელია,”- ამის შესახებ ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტმა, ჰიუ ბეილიმ ბაქოში განაცხადა. 

მისივე განმარტებით, NATO გააგრძელებს მცდელობას აღნიშნული კონფლიქტის დარეგულირების საკითხში.


“NATO-ს მიზანი არის ურთიერთგაგება მხარეებს შორის. საჭიროა ვიცოდეთ, რომ მთიანი ყარაბაღის კონფლიქტის საომარი გზით გადაჭრა შეუძლებელია. ეს პრობლემა კომპრომისების გზით უნდა გადაიჭრას,”- განაცხადა ჰიუ ბეილიმ.


ბეილის თქმით, იმის მიუხედავად, რომ NATO არ მონაწილეობს ამ პროცესში, სტრუქტურა გააგრძელებს მცდელობას ურთიერთგაგების მიღწევისთვის -“ჩვენ მნიშვნელოვნად მივიჩნევთ მხარეებს შორის ნდობის შექმნას.” 

 

ბაქოში 16-18 ივნისს NATO-ს საპარლამენტო ასამბლეის სემინარი მიმდინარეობს, რომელიც სამხრეთ კავკასიის საკითხებს ეძღვნება. 


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას. 
   




 

 

ნეტგაზეთის მასალების სხვა გამოცემებში გადაბეჭდვის წესი
ნეტგაზეთი