კოსმეტიკის ნაკრები – საახალწლო აქცია

თავის მოვლის საშუალებების სასაჩუქრე ნაკრების საახალწლო აქცია გრძელდება!  ქვემოთ მოცემულ შეფუთვებში აუცილებლად იპოვით ზუსტად თქვენთვის განკუთვნილ სიურპრიზს ან მეგობრების, ოჯახის წევრებისთვის ზედგამოჭრილ საახალწლო საჩუქარს.

თავის მოვლის არომატული საშუალებები ყველასთვისაა: ქალების, მამაკაცებისა და ბავშვებისთვის.

მრავალფეროვანი კოსმეტიკის არჩევანი ფართო და სურნელოვანია:

არგანის ზეთი, ზეთისხილი, ჟასმინი, შოკოლადი, ვანილი და ასაიას კენკრა, ბავშვებისთვის კი შხაპგელები ყველაზე უჩვეულო არომატებით. გაეცანით შემოთავაზებებს და აირჩიეთ ის, რაც გჭირდებათ.

ნაკრები – თხის რძე

ზიაიას  ამ სასაჩუქრე ნაკრებში შემავალი დღის, ღამის და ხელის კრემები თხის რძითაა დამზადებული, მისი უნიკლაური თვისებების წყალობით, თავის მოვლის ეს საშუალებები კანის ელასტიურობასა და სირბილეს მთელი დღის განმავლობაში უზრუნველყოფს.

 

 ნაკრები -ზეთისხილი

ნაკრები ოლივა ზეთისხილისგანაა დამზადებული,  მასში შემავალი ვიტამინი E და პოლიფენოლები (არომატული ნაერთები) შეიცავს ანტიოქსიდანტებს, რაც კანის დამცავი და მატონიზირებელი საშუალებაა.

 

ნაკრები – შოკოლადი

ყველასთვის საყვარელმა სასუსნავმა, შოკოლადმა, დიდი ხანია კოსმეტიკაშიც გადმოინაცვლა და ახლა უკვე შესაძლებელია ამ ნუგბარის სურნელითა და არომატით გაჯერებული სხეულის მოვლის საშუალებებითაც გავინებივროთ თავი

ნაკრები – ჟასმინი

ნაოჭების საწინააღმდეგო, დღისა და ღამის ეს კრემები ჟასმინის არომატული ეთერზეთების ბაზაზეა დამზადებული, ისევე, როგორც ნაკრებში შემავალი სახის გამწმენდი მიცერალური წყალი –  სახის კანის დამატენიანებელი და გამწმენდი საშუალება.

 

 ნაკრები მამაკაცებისთის

საახალწლოდ არც მამაკაცები დარჩებიან ზიაიას სასაჩუქრე ნაკრების გარეშე. შეფუთვაში მოთავსებული შხაპგელი, სახის კრემი და ანტიპერსპირანტი ერთი და იგივე  სურნელითაა გაერთიანებული

   ნაკრები – აბრეშუმი

ამ ნაკრების თავისებურება ნეიტრალური სურნელია.  სასაჩუქრე შეფუთვა მათთვისაა, ვისაც აბრეშუმივით კანი მოსწონს, მაგრამ სპეციფიური სურნელი არა და ამიტომაც ნეიტრალური არომატები ურჩევნია. ასეთია აბრეშუმის შხაპგელი და ტანის ლოსიონი.

 ნაკრები – ქაშმირი

ქაშმირის ნაკრები სირბილითა და სიმსუბუქითაა გამორჩეული. ამ ნაზი კონსისტენციის მქონე ტანის ლოსიონთან და შხაპგელთან შეხება სწორედ ქაშმირის ეფექტს მოგაგონებთ.

 ნაკრები არგანი

არგანის ზეთში 3-ჯერ მეტია E ვიტამინი, იგივე „ახალგაზრდობის ვიტამინი“ ვიდრე ზეითუნის ზეთში. არგანის ზეთი აჩქარებს დაზიანებული თმისა და კანის რეგენერაციის პროცესს. 

 

ნაკრები – საბავშვო

ბავშვების სასაჩუქრე ნაკრები საჩუქარი იქნება როგორც მათთვის, ასევე მშობლებისთვისაც. დაბანა ბევრი ბავშვისთვისაა უსიამოვნო პროცესი, თუმცა ვანილის, თაფლაკვერის, კოკა-კოლას, შოკოლადისა და ფორთოხლის არომატებით გამდიდრებული ეს შხაპგელები პატარებისთვის ბანაობას სასიამოვნო სურნელით სავსე დღესასწაულად აქცევს.

 

ნაკრები – ასაიას კენკრა

 

ასაიას შავი, პრიალანაყოფიანი კენკრა ბრაზილიაში იზრდება, მაღალ პალმებზე. შეიცავს კალიუმს, მაგნიუმს და უფრო მეტ ანტიოქსიდანტებს ვიდრე წითელი ღვინო, გრეიპფრუტი და მოცვიც კი.