ამ დროისათვის ცნობილი შედეგებით, დიმიტრი ლორთქიფანიძეს ამომრჩევლების 12,86% უჭერს მხარს, ირმა ინაშვილს 5,32%, ასმათ ტყაბლაძეს 2,44%, ხოლო კახა კუკავას 2,38.  

 

თბილისის საკრებულოს არჩევნებში პროპორციული სიით “ქართული ოცნება” ლიდერობს.

 

ცესკოს მონაცემებით, თბილისში, “ქართულ ოცნებას” ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეთა 46.02% უჭერს მხარს , მეორე ადგილს “ერთიანი “ნაციონალური მოძრაობა” იკავებს 26.25 %-ით, მესამე ადგილზეა “ნინო ბურჯანაძე-ერთიანი ოპოზიცია” 10.42%-ით.

 

დანარჩენი ხმები ასეა გადანაწილებული: დავით თარხან-მოურავი-საქართველოს პატრიოტთა ალიანსი – 6.19%, საქართველოს ლეიბორისტული პარტია – 3.45%, “არასაპარლამენტო ოპოზიცია” 1.98%, “მწვანეთა პარტია” – 1.43%, “საქართველოს გზა” 1.1%/. დანარჩენებს ხმათა საერთო რაოდენობის ერთი პროცენტიც არ აქვთ აღებული. 

 

ამ დროისთვის ცესკოს თბილისში 729 უბნიდან ხმები 506 უბანზე აქვს დათვლილი. 

ადგილობროვი თვითმმართველობის არჩევნები, 2014, საქართველო, თბილისი

Leave a comment

Your email address will not be published. Required fields are marked *