საიას წარმომადგენელი ხონში 4 ხმის ბათილად ცნობას მოითხოვს

საიას წარმომადგენლების ინფორმაციით, მათ დააფიქსირეს ოთხი დევნილი, რომლებმაც ხმა დევნილის ძალადაკარგული მოწმობით მისცეს. შესაბამისად, დაიწერა საჩივარი, რათა აღნიშნული ხმები ბათილად იქნას ცნობილი.  ასევე,  ისინი მოითხოვენ საუბნო კომისიის მდივნის და თავმჯდომარის დისციპლინარულ პასუხისმგებლობას.