ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში იგეგმება – კახეთის გუბერნატორი

კახეთის გუბერნატორის, ირაკლი ქადაგიშვილის თქმით, სალომე ზურაბიშვილის ინაუგურაცია თელავში იგეგმება. ქადაგიშვილი ნეტგაზეთთან განმარტავს, რომ ამ საკითხზე გადაწყვეტილება უახლოეს ხანებში გახდება ცნობილი. ინაუგურაცია, სავარაუდოდ, ერეკლე მე-2-ის სასახლეში გაიმართება.

თავად არჩეულ პრეზიდენტს სალომე ზურაბიშვილსა და მის მხარდამჭერ “ქართულ ოცნებას” ინაგურაციის ადგილის შესახებ ჯერ დაზუსტებული ინფორმაცია არ გაუვრცელებიათ