როგორ დაესხა აფთრების ხროვა ლომს – BBC earth-ის დრამატული ვიდეო

BBC earth-მა გამოაქვეყნა დრამატული ვიდეო, რომელზეც ასახულია, 20-მდე ხალებიანი აფთარი თავს როგორ ესხმის ლომს.

აფთრებმა ლომი ალყაში მოიმწყვდიეს და მის გარშემო წრე თანდათან შეავიწროეს, ბოლოს კი კბენაც დაუწყეს. როგორც  BBC earth ამბობს, მშიერი აფთრების ხროვის წინაშე თავად ლომიც კი უძლური შეიძლება აღმოჩნდეს და აფთრებმა ის შეჭამონ, თუმცა ვიდეოზე აღბეჭდილ “ცხოველთა მეფეს” გაუმართლა. მოულოდნელად გამოჩნდა სხვა ლომი, რომელმაც ალყაში მომწყვდეული ცხოველი აფთრებისგან იხსნა.

BBC Earth-ის ამ ვიდეომ შეიძლება მოგაგონოთ ცნობილი სცენა ანიმაციური ფილმიდან “მეფე ლომი”.