ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იქნება

საქართველოს მართლამდიდებელი ეკლესიის პატრიარქის ფონდის ხელმძღვანელი ლაშა ჟვანია საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იქნება. ამის შესახებ ინფორმაცია მან ტვ “იმედს” ილია მეორესთან შეხვედრის შემდეგ დაუდასტურა. მისი თქმით, პატრიარქთან შეთანხმებით ტოვებს ამჟამინდელ თანამდებობას და არჩეული პრეზიდენტის ადმინისტრაციაში გადაინაცვლებს. “არჩეულმა პრეზიდენტმა მიმართა დღეს სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქს, რომ დამნიშნოს მე ადმინისტრაციის უფროსად. …წინასწარი თანხმობა პატრიარქისგან არჩეულმა პრეზიდენტმა [უკვე] მიიღო. … ვრცლად ლაშა ჟვანია პრეზიდენტის ადმინისტრაციის უფროსი იქნება