„საქართველოს რკინიგზა“ ვეტერანებს მგზავრობის საფასურს გაუნახევრებს

2019 წლიდან, „საქართველოს რკინიგზის“ მაგისტრალური მიმოსვლის მატარებლებით მგზავრობისას კიდევ 70 000-მდე მოქალაქე ისარგებლებს 50%-იანი შეღავათით.

შეღავათი შეეხება: საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის ბრძოლების მონაწილეებს, ამ ბრძოლებში დაღუპულების ოჯახის წევრებს და მარჩენალდაკარგულებს;

აგრეთვე, მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს და ავღანეთის ომის მონაწილეებს.  საქართველოს პრემიერ-მინისტრის, მამუკა ბახტაძის ინიციატივა, ვეტერანებს ფილარმონიის დიდ საკონცერტო დარბაზში დაგეგმილ შეხვედრაზე, „საქართველოსრკინიგზის“ წარმომადგენლებმა გააცნეს.

პრემიერის ინიციატივას მთავრობა უახლოეს სხდომაზე დაამტკიცებს, რის შემდეგაც საქართველოს რკინიგზის დირექტორთა საბჭო შესაბამის დადგენილებას 2018წლის ბოლომდე გამოსცემს.