ქუცნაშვილი მოსყიდვის “ცალკეულ შემთხვევებს” არ გამორიცხავს

საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზაქარია ქუცნაშვილი არჩევნებზე “მოსყიდვის ცალკეულ შემთხვევებს არ გამორიცხავს”, თუმცა ამბობს, რომ ეს შედეგებზე გავლენას ვერ ახდენს. ქუცნაშვილი ამომრჩევლის მოსყიდვის წახალისებაში ენმ-საც ადანაშაულებს.

“რაც შეეხება მოსყიდვის ცალკეულ შემთხვევებს: მე არ გამოვრიცხავ მოსყიდვის ცალკეულ შემთხვევებს, ეს ვერავითარ გავლენას ვერ ახდენს არჩევნებზე, თუმცა მინდა აღვნიშნო, რომ ენმ აწარმოებდა ამის წამახალისებელ კამპანიას, როცა მთელი პირველი და მეორე ტური ჩაატარეს ასეთი დევიზის ქვეშ: “რასაც შემოგთავაზებენ, გამოართვით”, – აცხადებს ქუცნაშვილი.

ამავე თემაზე

ვალების ჩამოწერა შეიძლება, უტოლდებოდეს ხმების ყიდვას – საერთაშორისო დამკვირვებლები