ლიეტვუას პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს

ლიეტვუას პრეზიდენტი დალია გრიბაუსკაიტე პრეზიდენტობის კანდიდატს სალომე ზურაბიშვილს გამარჯვებას ულოცავს. “დიდი პატივია ემსახურო შენს ქვეყანასა და ხალხს”-წერს ტვიტერზე  გრიბაუსკაიტე.

Congratulations to President elect of #Georgia Salome Zurabishvili – best luck serving your country and its people!

— Dalia Grybauskaitė (@Grybauskaite_LT) November 28, 2018

ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ამომრჩეველთა 59.52%-მა (1 147 627) ხმა მისცა მმართველი გუნდის მიერ მხარდაჭერილ კანდიდატ სალომე ზურაბიშვილს. მისმა კონკურენტმა გრიგოლ ვაშაძემ, ცესკოს წინასწარი მონაცემებით, ხმების 40.48% მიიღო.