საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა – საია

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნების მე-2 ტურმა ძირითადად მშვიდ ვითარებაში ჩაიარა. საიამ კენჭისყრის დღეს სულ 78 საჩივარი დაწერა. მათ შორის 36 საჩივარი უბანზე და 42 საჩივარი საოლქო საარჩევნო
კომისიებში.

ორგანიზაციის მიერ უბნებზე გამოვლენილი დარღვევები მოიცავს: სავარაუდო გაყალბების, ამომრჩევლის მოსყიდვისა და მუქარის ფაქტებს; ხმის მიცემის ფარულობის დარღვევის ცალკეული შემთხვევებსა და ამომრჩევლის ნების კონტროლის ფაქტები.

სავარაუდო გაყალბების ფაქტები და განმეორებით ხმის მიცემის მცდელობები

ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვა

ხმის მიცემის ფარულობის დარღვევა

საიაში აცხადებენ, რომ მარნეულის #59 უბნის გარეთ მომხდარ ფაქტს ამ ეტაპზე სწავლობენ და შემთხვევაზე ორგანიზაციის პოზიცია შესწავლის შემდეგ გახდება ცნობილი.

რაც შეეხება ხმის დათვლის პროცედურას, საიას ინფორმაციით, წალენჯიხის #10 უბანზე ბიულეტენების დათვლისას 19 ბიულეტინზე რეგისტრატორის ხელმოწერა არ იყო, რის გამოც ის ბათილად იქნა ცნობილი. ბათილი 19 ბიულეტინიდან
2 შემთხვევაში შემოხაზული იყო ნომერი 48, ხოლო დანარჩენ 17 შემთხვევაში – ნომერი 5.


საია აფასებს 2018 წლის 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურის კენჭისყრის დღეს, რომელსაც საია თბილისისა და 9 რეგიონის 28 საარჩევნო ოლქში 300 -მდე დამკვირვებლით აკვირდებოდა.