ახალი ამბები

მადლობა საზოგადოებას, დანარჩენი ალბათ ჩემზეა – ივანიშვილი

28 ნოემბერი, 2018 • 8574
მადლობა საზოგადოებას, დანარჩენი ალბათ ჩემზეა – ივანიშვილი

“დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საზოგადოებას ასეთი რეაქციისა და შეგრძნებისთვის, დანარჩენი ალბათ ჩემზეა. მეც რასაც დაგპირდით, ყველაფერს გავაკეთებ, მაქსიმუმს შევეცდები”, – ასე გამოეხმაურა “ქართული ოცნების” ლიდერი საპრეზიდენტო არჩევნების II ტურის ეგზიტპოლის შედეგებს.

ივანიშვილმა მოსახლეობას მიმართა, ის პირობას დებს, რომ უახლოეს რამდენიმე წელში ქვეყანა განვითარებული ქვეყნების ოჯახში ჩაეწერება, ევროპაში.

“მაქსიმუმს გავაკეთებთ და გაჩვენებთ, რომ გეყოლებათ ხელისუფლება, რომელიც თქვენს სამსახურში იქნება. მადლობა გუნდს, რომელმაც წარმატებით იმუშავა”, – განაცხადა ივანიშვილმა და პირობა დადო, რომ ქვეყანას განვითარების გზაზე წაიყვანენ.

იმედისა და რ2-ის ეგზიტპოლების მიხედვით, საპრეზიდენტო არჩევნებში სალომე ზურაბიშვილმა გაიმარჯვა.

 

მასალების გადაბეჭდვის წესი