უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: „ახლა მე ვიწყებ შენს წინააღმდეგ მუშაობას. ხვალ უნდა დავურეკო პროკურორს და უნდა ვუთხრა, რომ შენ, ჯაბა ანანიძე რომ აფურთხებ ცხვირ-პირში რესპუბლიკის პროკურორს და პროკურატურას როგორ არ გრცხვენია. აი. რამდეხანს უნდა აჯიჯგნინო საკუთარი თავი მეთქი ვეტყვი პროკურორს და მედეა ვასაძე მეთქი.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ჯაბა ცოლი გყავს შენ?
ჟურნალისტი: არა
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: ახლა რა მინდა გითხრა მე შენ. ქალაქში რა ხმები დადის შენზე იცი?
ჟურნალისტი: რა ხმები დადის?
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: იცი რა ხმები დადის? რომ საეჭვო მიხვრა მოხვრა აქვსო ჯაბასო.
ჟურნალისტი: რას ნიშნავს საეჭვო მიხვრა მოხვრა?
უმაღლესი საბჭოს დეპუტატი: აი ორიენტაციას აყენებენ შენსას ეჭვის ქვეშ.
მედეა ვასაძე აჭარის უმაღლეს საბჭოში ადამიანის უფლებათა დაცვის საკითხთა კომისიის თავმჯდომარის პოსტს იკავებს.
უმაღლესი საბჭოს დეპუტატის მიერ განხორციელებულ მუქარაზე ჟურნალისტი ჯაბა ანანიძე დღეს, 4 საათზე, დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში საგანგებო ბრიფინგს გამართავს. ჟურნალისტის განცხადებით, მედეა ვასაძის ზარი მის მიერ მომზადებულ საგამოძიებო ფილმს მოჰყვა.
ჯაბა ანანიძის მიერ მომზადებული საგამოძიებო ფილმი “უმაღლესი კომფორტით” ტვ 25-ის ეთერში 8 ივნისს გავიდა.