რადიო “მარნეული”: ყიზილაჯლოს საარჩევნო უბანზე ჟურნალისტებს ხელს უშლიდნენ

მარნეულში, სოფელ ყიზილაჯლოში, N49 უბანზე, რადიო “მარნეულის” ჟურნალისტებს სარჩევნო უბანზე დაკვირვების დროს შენობიდან აძევებდნენ. ამის ამსახველ ვიდეომასალას და ინფორმაციას რადიო “მარნეული” ავრცელებს:

რადიოს ცნობით, ჟურნალისტებს ხელითაც შეეხნენ და ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელს უშლიდნენ, თუმცა მათ უბანი მაინც არ დაუტოვებიათ.