ახალი ამბები

ტვ პირველის ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

28 ნოემბერი, 2018 • 2411
ტვ პირველის ჟურნალისტის მიმართ ძალადობის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, უწყებამ უკვე დაიწყო გამოძიება დღეს, 28 ნოემბერს, გლდანში მომხდარ იცნიდენტთან დაკავშირებით. ტელეკომპანია “პირველის” ჟურნალისტს ფიზიკური შეურაცხყოფა იმ დროის მიაყენეს, როდესაც ის პროფესიულ მოვალეობას ასრულდებდა.

გამოძიება დაწყებულია სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც გულისხმობს ცემას ან სხვაგვარი ძალადობას, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

დამტკიცების შემთხვევაში, დანაშაული ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

უწყვეტი ეთერი

❌ გლდანში, ტვ პირველის ჟურნალისტს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ

Posted by TV Pirveli • ტელეკომპანია პირველი on Tuesday, November 27, 2018

ჟურნალისტ თათია ჩაფიჩაძეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს უცნობმა პირემა, რომლებიც ამბობდნენ, რომ “ნაცების ამოსაძირკვად” იყვნენ მისულები. აღნიშნულ პირები ორგანიზებას უწევდნენ ავტობუსებით ამომრჩევლების რეგიონებში გადაყვანას. მათი გაღიზიანება გამოიწვია კითხვამ, თუ ვისი დავალებით აგროვებდნენ ამომრჩევლებს.

საქართველოში დღეს, 28 ნოემბერს, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური იმართება, სადაც მოქალაქეებმა არჩევანი სალომე ზურაბიშვილსა დ აგრიგოლ ვაშაძეს შორის უნდა გააკეთონ.

მასალების გადაბეჭდვის წესი