არჩევნების მეორე ტურისთვის ცხინვალი ქართულ მხარესთან გამშვებ პუნქტს ჩაკეტავს

სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის ხელმძღვანელობის ცნობით, ქართულ მხარესთან გამშვები პუნქტი საქართველოში 28 ნოემბრის საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურთან დაკავშირებითაც დაიხურება. გადაადგილებაზე შეზღუდვა 27-29 ნოემბერს იქნება.

ცხინვალი გადაწყვეტილებას არჩევნების დროს “უსაფრთხოების გაძლიერებული ზომების მიღებით” ასაბუთებს.

მსგავს შეზღუდვებს ცხინვალი არჩევნების, ახალი წლის, საშობაო, აღდგომის, 9 მაისის და სხვა დღესასწაულებზე აწესებს, რაც არაერთხელ გამხდარა ქართული მხარისა და მოსახლეობის უკმაყოფილების მიზეზი.