გრიგოლ ვაშაძე მეუფე იობს შეხვდა

გაერთიანებული ოპოზიციის პრეზიდენტობის კანდიდატი ქარელში რუის-ურბნისის მიტროპოლიტს, მეუფე იობს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ფოტო კანდიდატის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნდა.

შეხვედრის ვიდეომასალა გრიგოლ ვაშაძის პრესსამსახურს არ გაუვრცელებია. უცნობია, კონკრეტულად რაზე ისაუბრეს საპრეზიდენტო კანდიდატმა და სასულიერო პირმა.