აფხაზეთის პარლამენტმა გენერალური პროკურორი დაითხოვა

საიდუმლო კენჭისყრის შედეგად საფარბეი მიქანბას პოსტიდან დათხოვნას 25 დამსწრე დეპუტატიდან მხარი 21-მა დაუჭირა. თავად გენერალური პროკურორი სხდომას არ ესწრებოდა.


აფხაზეთში 27 მაისს დაწყებული საპროტესტო აქციების შედეგად თანამდებობა დატოვეს პრეზიდენტმა ალექსანდრ ანქვაბმა, პრემიერ-მინისტრმა და რამდენიმე თანამდებობის პირმა. ვადამდელი საპრეზიდენტო არჩევნები აფხაზეთში 24 აგვისტოს დაინიშნა.


საფარბეი მიქანბა
საფარბეი მიქანბა


მასალა მომზადებულია პროექტ “სამხრეთ კავკასიის ამბების” ფარგლებში ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის მხარდაჭერით. პროექტის ფარგლებში მომზადებული ტექსტები შეიცავს იმ ტერმინოლოგიას, რომელიც აფხაზეთის, სამხრეთ ოსეთის და მთიანი ყარაბაღის თვითაღიარებულ რესპუბლიკებში გამოიყენება. მასალებში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ემთხვეოდეს ჰაინრიჰ ბიოლის ფონდის და ნეტგაზეთის პოზიციას.