ზუგდიდში ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხლსასროლი იარაღით დაჭრეს

ზუგდიდში ერთი პირი, სავარაუდოდ, ცეცხსლსასროლი იარაღით დაჭრეს. როგორც ნეტგაზეთსს შსს-ში უთხრეს, ის ამჟამად საავადმყოფოშია გადაყვანილი და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება.

“რუსთავი 2-ის” ინფორმაციით, დაჭრილია გარემოს დაცვისა და ზედამხედველობის სამეგრელო-ზემო სვანეთის დეპარტამენტის ყოფილი თანამშრომელი. შსს-ში გვითხრეს, რომ დამატებით დეტალებს ცოტა ხანში მოგვაწოდებენ.

უწყებისგან ცნობების მიღებისთანავე ინფორმაცია განახლდება.