რუსული “Novaya Gazeta” წერს, რომ ჯერჯერობით მუზეუმი არ აკონკრეტებს, თუ რისთვის მიიწვია რეჟისორი.
ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ჟან-ლუკ გოდარი სენცოვის დაკავებას აპროტესტებს. მანამდე მან და კიდევ 100-მდე ფრანგმა ხელოვანმა და კულტურის მინისტრმა მოუწოდა რუსეთს, რომ სენცოვი გაეთავისუფლებინა.
ჟან-ლუკ გოდარი ფრანგული ახალი ტალღის ერთ-ერთი პიონერი და გამორჩეული ფიგურაა. მის ფილმოგრაფიაში შედის ისეთი ფილმები, როგორიცაა “უკანასკნელ ამოსუნთქვამდე” ; “ზიზღი” და “შეშლილი პიერო”.
რაც შეეხება ოლეგ სენცოვს, 2015 წელს რუსეთის სასამართლომ მას 20-წლიანი პატიმრობა შეუფარდა. სენცოვს ბრალად ტერორიზმი ედება. სენცოვი მიიჩნევს, რომ მის წინააღმდეგ წარმოებული საქმე პოლიტიკურად მოტივირებულია, ხოლო ნივთმტკიცებულება ფალსიფიცირებულია გამოძიების მიერ.
“ოკუპანტის სასამართლო სამართლიანი ვერ იქნება”, – თქვა სენცოვმა პროცესზე.
როგორც ოლეგ სენცოვი ამბობს, დაკავების შემდეგ რუსეთის ფედერალური სამსახურის წარმომადგენლები აწამებდნენ და სცემდნენ იმ იმედით, რომ მისგან აღიარებას მოიპოვებდნენ.
ვრცლად სენცოვის საქმეზე :
შიმშილობის 65-ე დღე – შესაძლებელია თუ არა რუსეთის პატიმარ სენცოვის გადარჩენა