20 ნოემბერს ბიძინა ივანიშვილი “იმედის” ეთერში ისაუბრებს

“ქართული ოცნების” დამფუძნებელი ბიძინა ივანიშვილი სამშაბათს, 20 ნოემბერს, ტელეკომპანია “იმედის” ეთერში ისაუბრებს.

როგორც ნეტგაზეთს პარტიის პრესსამსახურში დაუდასტურეს, ივანიშვილი ისაუბრებს “იმედის” გადაცემა “იმედი ლაივში”, რომელიც 22:00 საათზე გავა ეთერში.