Facebook-ის შეფერხებით მუშაობის შესახებ twitter-ზე ასობით ადამიანი წერს. როგორც სოციალური ქსელის მომხმარებლები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან აღნიშნავენ, არ იტვირთება ახალი ამბების ზოლი, ე.წ. ნიუსფიდი.

ფეისბუკი შეფერხებით მუშაობს საქართველოშიც. ჯერჯერობით, კომპანიას არ გაუვრცელებია განცხადება, თუ რატომ წარმოიშვა პრობლემა.