სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტმა კოსტავას 75-ში მდებარე საშაურმე “დონ ჩიჩოში” (შპს “CHICHO PLUS”) მონიტორინგი ჩაატარა.
“საწარმოს დახურვის საფუძველი გახდა კრიტიკული შეუსაბამობები – სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებისა და ტემპერატურული რეჟიმების დარღვევა და სხვ. საშაურმე “დონ ჩიჩოს” კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრამდე შეუჩერდა შაურმისა და სხვა საკვები პროდუქტების რეალიზაციის უფლება.სურსათის ეროვნული სააგენტო კრიტიკული შეუსაბამობების აღმოფხვრის შემდეგ ობიექტს კვლავ გადაამოწმებს და საშაურმე მხოლოდ რეკომენდაციების შესრულების შემთხვევაში შეძლებს ფუნქციონირების გაგრძელებას” – ნათქვამია სურსათის ეროვნული სააგენტოს სურსათის დეპარტამენტის განცხადებაში.