ხობში ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა

ხობის რაიონის სოფელ ქვემო ქვალონში, საცხოვრებელ სახლში გაჩენილ ხანძარს 85 წლის ქალის სიცოცხლე ემსხვერპლა.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ცეცხლი ერთსართულიან საცხოვრებელ სახლში გაჩნდა. დამწვარია 6 კვ/მ ფართობი.

ადგილზე მობილიზებული იყო 3 სანაძრო-სამაშველო ჯგუფი.