7 ტელეკომპანიის მიმართ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა – GNCC

საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ საპრეზიდენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდის მედიამონიტორინგის მეორე შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელიც 2018 წლის 29 სექტემბრიდან 29 ოქტომბრამდე პერიოდს მოიცავს.

საანგარიშო პერიოდში მონიტორინგი 41 სამაუწყებლო არხს, 37 ცენტრალური და ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებულ გაზეთსა და საერთო ლიცენზიის მქონე რადიომაუწყებლებს ჩაუტარდა. მედიამონიტორინგის პროცესში კომისია წინასაარჩევნო რეკლამას, დებატებს, ახალ ამბებსა და საზოგადოებრივ-პოლიტიკურ გადაცემებს, წინასაარჩევნო აგიტაციასა და საზოგადოებრივი აზრის კვლევებს 24 საათის განმავლობაში  აკვირდებოდა.

კომუნიკაციების ეროვნული კომისიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში აქტუალური იყო საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებასა და კვალიფიციური საარჩევნო სუბიექტების მიერ დარეგისტირებული ე.წ. ტექნიკური კანდიდატების საარჩევნო კამპანია, ასევე, წინასაარჩევნო დებატების განთავსებასთან დაკავშირებული საკითხები.

კომისიის ინფორმაციით, საანგარიშო პერიოდში საზოგადოებრივი აზრის სამი სუბიექტის – “რუსთავი 2”-ის, “ქართული ოცნებისა” და “ევროპული საქართველოს” დაკვეთით ჩატარებული კვლევების გამოქვეყნებისას სავალდებულო ინფორმაცია არ მიუთითა და, შესაბამისად, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი შედგა შემდეგი მაუწყებლების მიმართ:

მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმები შესაბამის საქალაქო და რაიონულ სასამართლოებს წარედგინა.

კანონმდებლობის თანახმად, საზოგადოებრივი აზრის კვლევის გამოქვეყნებისას მაუწყებელმა შემდეგი ინფორმაცია უნდა მიუთითოს:

კომისიის ინფორმაციით, მონიტორინგმა გამოავლინა, რომ საანგარიშო პერიოდში მთელ რიგ მაუწყებლებს ეთერში ან არ განუთავსებიათ წინასაარჩევნო დებატები, ან მათ მიერ განთავსებულ დებატების პროგრამებში მონაწილეობა არ მიუღიათ ყველა კვალიფიციურ საარჩევნო სუბიექტს. წინასაარჩევნო დებატების განთავსების შესახებ სრულყოფილი ინფორმაციის მისაღებად კომისიამ 2018 წლის 7 ნოემბერს მაუწყებლებს შესაბამისი ახსნა-განმარტებების წარმოდგენის მიზნით მიმართა. მაუწყებლებისაგან მიღებული პასუხების შესწავლის შედეგ კომისია მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად იმოქმედებს.

კომუნიკაციების ეროვნული კომისია მაუწყებლებს მიმართავს რეკომენდაციით და მოუწოდებს მათ, იხელმძღვანელონ „საარჩევნო კოდექსით“, „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით და „მაუწყებელთა ქცევის კოდექსით“ და შეასრულონ მათზე დაკისრებული ვალდებულებები.