10%-ს სჯერა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონით ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერია – კვლევა

“კავკასიის კვლევითი რესურსების ცენტრის” (CRRC-საქართველო) კვლევის მიხედვით, რომელიც ევროპის საბჭოს დაკვეთითა და დანიის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით მომზადდა, საქართველოს მოსახლეობის 10%-ს სჯერა, რომ ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, ერთნაირსქესიანთა ქორწინება კანონიერია.

კვლევის მიხედვით, კითხვაზე, კანონიერია თუ არა ერთნაირსქესიანთა ქორწინება ანტიდისკრიმინაციული კანონის მიხედვით, 1%-მა უპასუხა, რომ ზოგ შემთხვევაში. გამოკითხულთა 83%-მა კი იცოდა, რომ ანტიდისკრიმინაციულ კანონის შინაარსი ერთნაირსექესიანთა ქორწინებას არ ეხება.

კვლევის ფარგლებში ანტიდისკრიმინაციული კანონის შინაარსთან დაკავშირებით აღნიშნული რესპონდენტების მიმართ დაისვა ოთხი კითხვა:


“CRRC-საქართველომ” კვლევა შერეული მეთოდების გამოყენებით ჩაატარა. თვისებრივი მონაცემების შესაგროვებლად კვლევა ითვალისწინებდა ჩაღრმავებულ ინტერვიუებსა და ფოკუსჯგუფებს უმცირესობების სხვადასხვა ჯგუფისა და ეთნიკური ქართველების მონაწილეობით.

რაც შეეხება რაოდენობრივი მონაცემების შეგროვებას, ამ მიზნით, “CRRC-საქართველომ” ქვეყნის მასშტაბით ჩაატარა წარმომადგენლობითი კვლევა, რომლის მიღწეული შერჩევის ზომაც იყო 2 205 რესპონდენტი, ხოლო საშუალო ცდომილების ზღვარი – 2.9%. შერჩევა მოიცავდა საქართველოს იმ ტერიტორიების წარმომადგენლობით სამიზნე ჯგუფებს, სადაც მოსახლეობის ძირითადი ენაა სომხური ან აზერბაიჯანული.

კვლევა, წარმომადგენლობითია ქვეყნის მასშტაბით. გამოკითხვა 2018 წლის აგვისტოში ჩატარდა.