ფონიჭალაში აფეთქების შედეგად დაშავებულები კლინიკაში რჩებიან. დამწვრობის ცენტრის დირქტორის, გუგა ქაშიბაძის თქმით, ერთ-ერთი დაშავებულის მდგომარეობა საკმაოდ მძიმეა, მას 65 % სხეულის თერმული დამწვრობა აქვს. რაც შეეხება კიდევ ორ დაშავებულს, ექიმი ამბობს, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია.
“სამივე ერთი ოჯახის წარმომადგენელია, ბაბუა, შვილი და შვილიშვილი. შვილს 55% სხეულის თერმული დამწვრობა აქვს, შედარებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს შვილიშვილის შემთხვევაში, 6 წლის გოგოს მხოლოდ სახე და ხელის მტევნები აქვს დამწვარი. მათი მდგომარეობა სტაბილურია,” – აცხადებს ექიმი.
