საქართველოს I ფრე ერთა ლიგაზე 4 მოგების შემდეგ

ევროპის ერთა ლიგის მეხუთე ტურის მატჩი საქართველოს ეროვნულ ნაკრებსა და ანდორის ნაკრებს შორის ფრედ, 1:1 დასრულდა.

თავდაპირველად გოლი საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრმა გიორგი ჩაკვეტაძემ პირველ ტაიმში, მერვე წუთზე გაიტანა, ანდორელთა მხრიდან კი გოლი 62-ე წუთზე გავიდა.

მანამდე, უეფას ერთა ლიგაზე საკუთარ ჯგუფში საქართველოს ნაკრებმა ოთხივე შეხვედრა მოიგო და ჯგუფში პირველი ადგილი დაიკaვა, ხოლო ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ფინალური ეტაპის საგზურისთვის პლეიოფში თამაში უფლება მოიპოვა.