კონსერვატორიაში GIPA-ს დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა

14 ნოემბერს, თბილისის ვ. სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორიაში, GIPA-ს დიპლომების გადაცემის საზეიმო ცერემონია გაიმართა.

23 წლის წინ, GIPA იყო პირველი, რომელმაც ამერიკის შეერთებულ შტატებთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად განახორციელა დასავლური განათლების იმპორტი საქართველოში. თანამედროვე ცოდნით აღჭურვილი და დემოკრატიული ღირებულებების ერთგული ლიდერების აღზრდით, უნივერისტეტმა მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ქვეყნის განვითარებაში, რეგიონში დემოკრატიისა და თავისუფლების იდეების გაძლიერებაში. ქვეყნის ყველაზე წარმატებული ადამიანების მნიშვნელოვანი ნაწილი სწორედ GIPA-ს კურსდამთავრებულია.

წელს GIPA 311 სტუდენტმა დაამთავრა, მათ შორის, კურსდამთავრებულთა რიცხვს შეემატნენ, აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო, ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამების კურსდამთავრებულებიც.

ღონისძიების ფარგლებში, კურსდამთავრებულებს სიტყვით მიმართეს:

[checklist]

[/checklist]

ღონისძიებას ესწრებოდნენ სტუმრები პარტნიორი უნივერსიტეტებიდან, დიპლომატიური კორპუსიდან, ასევე საჯარო და კერძო სექტორიდან. საღამო მუსიკალურად, თბილისის კონსერვატორიის რექტორის – რეზო კიკნაძის ბენდმა, გააფორმა.