ევროპარლამენტმა ასოცირების შეთანხმების შესრულების ანგარიში მიიღო

ევროპარლამენტმა საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შეთანხმების შესრულების შესახებ რეზოლუცია 528 ხმით 97-ის წინააღმდეგ მიიღო.

ანდრეი მამიკინსის მიერ მომზადებული დოკუმენტი დადებითად აფასებს საქართველოს მიერ ასოცირების შეთანხმების იმპლემენტაციის პროცესში განხორციელებულ რეფორმებს და ამ პროცესში არსებულ მიღწევებზე და გამოწვევებზე მიუთითებს.

რეკომენდაციათა დიდი ნაწილი კანონის უზენაესობასა და ეფექტურ მმართველობას ეხება. ამ კონტექსტში, ევროპარლამენტი  მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:

ადამიანის უფლებათა და ფუნდამენტურ თავისუფლებათა ნაწილში პირველი პარაგრაფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან მუხთარლის საქმეს ეთმობა. ევროპარლამენტი შეშფოთებას გამოთქვამს გამოძიების პროცესში პროგრესის არარსებობის გამო და საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, მის ტერიტორიაზე უსაფრთხო გარემოს შექმნას მსგავსი ფაქტების თავიდან აცილების მიზნით.

ევროპარლამენტი ასევე მოუწოდებს ხელისუფლებას:

ევროპარლამენტის შეფასებები და რეკომენდაციები ასევე შეეხება შრომის ბაზარსაც. მოწოდებები ძირითადად ეხება ბავშვთა შრომის, შრომის ინსპექციის გაუმჯობესებისა და პროფესიული კავშირების თავისუფლების მიმართულებით.

გარემოს დაცვისა და ენერგეტიკის მიმართულებით ევროპარლამენტი მოხარულია საქართველოსა და ევროკავშირის თანამშრომლობით, თუმცა მთავრობას მოუწოდებს, ნაბიჯები გადადგას ენერგოდამოუკიდებლობის, განახლებადი ენერგიისა და კანონმდებლობის შესაბამისად დახვეწის კუთხით.

ევროპარლამენტი მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას, უზრუნველყოს, რომ ევროინტეგრაციაზე მომუშავე სტრუქტურულ ერთეულებს ყველა სამინისტროში საჭირო რაოდენობის კვალიფიციური თანამდებობის პირები ეყოლება.

რეზოლუციიდან ამოღებულ იქნა ჩანაწერი შავ ზღვის უნივერსიტეტზე ზეწოლის შესახებ. შესწორების ინიციატორი ევროდეპუტატი რებეკა ჰარმსი იყო.  მისი თქმით, საქართველოსა და სხვა ქვეყნების მიმართ თურქეთიდან დიდი ზეწოლა მიმდინარეობს, ძირითადად, სკოლებისა და უნივერსიტეტების მიმართულებით. დეპუტატმა ხაზი გაუსვა, რომ შავი ზღვის უნივერსიტეტი ასევე იყო მსხვერპლი, თუმცა ამ ეტაპზე პრობლემა აღმოფხვრილია.