ახალ წლამდე ერთ თვეზე მეტი დროა, თუმცა თავის მოვლის იდეალური საშუალებების მწარმოებელი ფრანგული ბრენდის Caudalie-ს პროდუქცია 1-ლი დეკემბრიდან უკვე შეგიძლიათ შეიძინოთ 30%-იანი საახალწლო ფასდაკლებით.
ყველასთვის, ვინც იცის Caudalie-ის მიერ წარმოებული თავის მოვლის საშუალებების წარმოუდგენელი ეფექტურობის შესახებ, ეს საახალწლო შეთავაზება დიდი სიურპრიზი იქნება.
საკუთარი თავის გასანებივრებლად, მეგობრების, ოჯახის წევრებისთვის სიურპრიზის მოსაწყობად ბევრი ფიქრი აღარ მოგიწევთ იმაზე, თუ რით გაახაროთ საახალწლოდ ახლობლები: ფრანგული ბრენდის შემოთავაზებაში თავის მოვლის ყველანაირი საშუალებაა, არჩევანიც ფართოა.
ვინოსოურსის ყურძნის ექსტრაქტზე დამზადებულ სახის ნაზ კრემს საჩუქრად ამავე ხაზის შრატი და დასაბანი ქაფი მოყვება. ნაკრები 20-დან 30 წლამდე ქალბატონებისთვისაა განკუთვნილი.
ფასი: 65.95 ლ. ფასდაკლებით -46,20 ლ
თუ სახის დამატენიანებელი კრემი, შრატი და დასაბანი ქაფი უკვე გაქვთ, ეს ჯერ კიდევ არ ნიშნავს, რომ თქვენს სახის კანს მეტი აღარაფერი სჭირდება კრემის ეფექტის შესანარჩუნებლად. ამაში კი სახის დამატენიანებელი ნიღბებისნაკრები დაგეხმარებათ, რაც იდეალურია კანის განახლების,ფერის გაუმჯობესებისთვის.
ფასი: 44 ლ . ფასდაკლებით -30,77 ლ
თუ აქტიური ქალების რიცხვს მიეკუთვნებით, ცხადია, დრო თქვენთვის უძვირფასესია და არც მოჭარბებით გაქვთ, რომ თავის მოვლის ყველანაირი კოსმეტიკური საშუალება სცადოთ გარეგნული ეფექტისთვის. სწორედ ამიტომ შექმნა Caudalie -მ ეს ნაკრები: სახის ფლუიდი, შრატი და თვალის კრემი. შედეგად თქვენი სახის კანი მუდამ სასიამოვნო შეფერილობის, თვალები კი ცოცხალი და ამოღამების ეფექტისგან დაცული იქნება.
ფასი: 89.99 ლ. ფასდაკლებით -62,95 ლ
ყურძნის წიპწისა და შის ხის ზეთისგან დამზადებულ ბალზამს კანი სწრაფად იწოვს და სხეულს ნაზი სურნელით ავსებს. ხელს უწყობს მშრალი კანის ღრმა ფენების აღდგენას, აძლიერებს ჰიდროლიპიდურ დამცავ შრეს, არბილებს გაუხეშებულ კანს, ხსნის დაჭიმულობის შეგრძნებას.
ფასი: 67.85 ლ ფასდაკლებით – 47,45 ლ
ის, რაც ადრე პრობლემად მიგაჩნდათ, უკვე მოგვარებადია – Caudalie-ს პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო ნაკრები გაგათავისუფლებთ უსიამოვნებისგან, რასაც აქამდე ვერაფერს უხერხებდით.
პიგმენტური ლაქების საწინააღმდეგო უნიკალური, უცხიმო შრატი შეიცავს ვინიფერინს მაღალი კონცენტრაციით, რაც აძლევს მას საშუალებას ებრძოლოს პიგმენტურ ლაქებს და აღადგინოს სახის ნათელი, თანაბარი ფერი, აღმოფხვრას ნაკლოვანება და გამოაცოცხლოს კანი.
ფასი: 132.30 ფასდაკლებით -92,55 ლარი
ხელის კრემები ჯინჯერის, ყურძნისა და ვარდის არომატით, ზამთრის დღეებში დაგიცავთ ყინვით გამოწვეული კანის აქერცვლისგან. ხელის თითოეულ კრემს შესაბამისი არომატის ტუჩის ბალზამიც მოყვება.
ფასი: 22,90 ლარი, ფასდაკლებით –20,19
Caudalie – ს ეს ნაკრები მგზავრობისას თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. კომპაქტური და მოსახერხებელი ჩანთით შეგიძლიათ ერთდროულად ატაროთ ხუთი სხვადასხვა დანიშნულების კოსმეტიკური საშუალება: თვალის კრემი ჩაშავებული უპეების საწინააღმდეგოდ, სორბეტი, მიცერალური წყალი, დეტოქს ნიღაბი – რაც მგზავრობისას სახის კანზე გარემოს მავნე ზემოქმედებას შეამცირებს და ასევე სილამაზის ელექსირი, რაც სახის კანს ცოცხალ, ჯანსაღ იერს შეუნარჩუნებს.
ფასი: 68 ლ. ფასდაკლებით –47,60 ლ