საზოგადოებრივი მაუწყებლის შენობასთან რამდენიმე სამართალდამცველიცაა მობილიზებული. აქციის მონაწილეები აცხადებენ, რომ ისინი არც ერთ ორგანიზაციას არ წარმოადგენენ. მათი თქმით, ისინი აპროტესტებენ “წითელი ზონის” გადაცემას, რომელიც ჰომოფობიას შეეხებოდა. გადაცემის დისკუსიის ნაწილში უფლებადამცველი, არასამთავრობო ორგანიზაცია “ქალთა ინიციატივების მხარდამჭერი ჯგუფის” ხელმძღვანელი ეკა აღდგომელაშვილი მონაწილეობდა. დისკუსიის შემდეგ ეთერში გავიდა მოკლემეტრაჟიანი ფილმები: “დედა, მამა მე გეი ვარ” და “ნაადრევი სუსხი”.
.