აფხაზეთის ჯანდაცვის და კულტურის მინისტრები, რომლებსაც აფხაზეთში არ იცნობენ

“ვინ იცნობთ ასეთ მინისტრს?” – ფეისბუქის საკუთარ გვერდზე წერს აფხაზი ჟურნალისტი როინ აგრბა. 


“გვითხარით, ისეთი რა მოწიეთ და დალიეთ, ასეთი სისულელეს რომ წერთ,”- წერს ფეისბუქზე კიდევ ერთი ჟურნალისტი აფხაზეთიდან ანტონ კრევენიუკი.


“სამაგიეროდ, ეს “მინისტრები” როგორ რეკლამას უწევენ აფხაზეთს :))), და საერთოდ, ესენი სადმე მართლა არიან მინისტრები?”


“ვგიჟდები ამ ჟურნალისტიკაზე.”

 

საქმე იმაშია, რომ რეპორტაჟში, რომელიც ავტორის განმარტებით, აფხაზეთში დაიწერა, მოყვანილია იმ მინისტრების [ქეთევან ბაკარაძე, აფხაზეთის ჯანდაცვის მინისტრი და დიმიტრი ჯაიანი, აფხაზეთის კულტურისა და განათლების მინისტრი] ციტატები, რომლებიც თბილისში არსებული აფხაზეთის მთავრობის წევრები არიან.


სტატიაში წერია: “აფხაზეთი პრაქტიკულად მზადაა ახალი საკურორტო სეზონისთვის – ამბობს რესპუბლიკის ჯანდაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე.”


Message sur le mur by Антон Кривенюк.
 
 
სოციალურ ქსელში მომხმარებლები აფხაზეთიდან წერდნენ საკუთარ ვერსიებსაც, რატომ უნდა შეშლოდა ავტორს და არარსებული მინისტრების ციტატები გამოეყენებინა.
 
 
“ვფიქრობ, მას [ჟურნალისტს] კარგად არ ახსოვს, სად იყო, მაგრამ ისეთი განცდა მაქვს, მან მოსკოვის ოფისიდან გაუსვლელად დაწერა ეს სტატია,”- წერს ანტონ კრევენიუკი. 
 

ნეტგაზეთთან საუბარში თბილისში აფხაზეთის მთავრობის წევრი, ჯანდაცვის მინისტრი, ქეთევან ბაკარაძე აცხადებს, რომ აღნიშნული სტატიის შესახებ არაფერი გაუგია და მსგავსი ინტერვიუ ჟურნალისტისთვის არ მიუცია.