ბაქოში ფრანგ ჟურნალისტებს აპარატურა და ჩანაწერები ჩამოართვეს

მისი თქმით, დაკავებული ჟურნალისტები საფრანგეთის პრეზიდენტის, ფრანსუა ოლანდის აზერბაიჯანში ვიზიტს აშუქებდნენ. 

 

გამოცემის ინფორმაციით, ფრანსუა ოლანდის გამგზავრების შემდეგ ჟურნალისტებმა გადაწყვიტეს აზერბაიჯანის დედაქალაქში დარჩენა და რამდენიმე რეპორტაჟის მომზადება. თუმცა აზერბაიჯანის 15-მდე სამართალდამცავმა ისინი დააკავეს, ჩამოართვეს ყველა ჩანაწერი, აპარატურა და ქვეყნიდან გააძევეს. 

 

რედაქტორის თქმით, ჟურნალისტებს აზერბაიჯანში უნდა მოემზადებინათ რეპორტაჟი, მათ შორის- ადამიანის უფლებების საკითხზე. 


ოფიციალური განცხადება დაკავებული ჟურნალისტების შესახებ აზერბაიჯანს არ გაუკეთებია. 

 

ბაქო, აეროპორტი; ფოტო: skyscrapercity.com
ბაქო, აეროპორტი; ფოტო: skyscrapercity.com