თბილისში, ნავთლუღის ქუჩაზე, ცეცხლი გაჩნდა სამსართულიანი საცხოვრებელი კორპუსის პირველ სართულზე, რის შედეგადაც 66 წლის ქალი დაიღუპა.

საგანგებოს ინფორმაციით, ძლიერი დაკვამლიანების გამო საჭირო გახდა საცხოვრებელ კორპუსში მცხოვრებთა ევაკუაცია. მათივე ცნობით, მეხანძრე-მაშველებმა 5 ადამიანი, მათ შორის, 3 მცირეწლოვანი ბავშვი უვნებლად გამოიყვანეს.

ადგილზე მობილიზებულია 7 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი და ყველა შესაბამისი სამსახური. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, დამწვარია 60 კვ. მ. საცხოვრებელი ფართი.

საგანგებოს ცნობით, ამ წუთებში მეხანძრე-მაშველები ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს აწარმოებენ.