პროკურატურამ სარალიძისთვის აღკვეთის ღონისძიება შეფარდება არ მოითხოვა

ზაზა სარალიძეს აღკვეთის ღონისძიება არ შეეფარდა.

როგორც “ნეტგაზეთს” სარალიძის ადვოკატმა ნესტან ლონდარიძემ განუცხადა, მიუხედავად პრესასთან გაკეთებული განცხადებისა, რომ ბრალდების მხარე სარალიძისთვის გირაოს შეფარდებას მოითხოვდა, პროკურატურას სასამართლოსთვის შესაბამისი შუამდგომლობით არ მიუმართავს. ბრალდების მხარის შუამდგომლობა რუსთავის სასამართლოში დღეს გამართულ პროცესზე მხოლოდ წინასასამართლო სხდომის თარიღის განსაზღვრას შეეხებოდა.

ზაზა სარალიძის საქმეზე წინასასამართლო სხდომა 14 დეკემბერს ჩაინიშნა.

პროკურატურა ხორავას ქუჩაზე მოკლული არასრულწლოვნის მამას სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას ედავება.  სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა მუხლის 1 ნაწილით, რაც სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პოლიციელზე თავდასხმას გულისხმობს,  ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, 4-დან 7 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.