ადმინისტრაციულ საზღვართან დაკავებული 17 პირი გაათავისუფლეს

“დაკავების თითოეულ შემთხვევაში EUMM–ი მაშინვე ააქტიურებდა ცხელ ხაზს და კომუნიკაცია ჰქონდა ორივე მხარესთან ჯონჯოლის მოკრეფისას დაკავებული პირების გათავისუფლების მომენტამდე”, – ნათქვამია განცხადებაში.

 

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია იმედს გამოთქვამს, რომ მხარეები ამ მაგალითს გაითვალისწინებენ და მსგავსი დაკავების ფაქტი მომავალში თავიდან იქნება აცილებული. 

 

ჯონჯოლის კრეფისას მოქალაქეები საჩხერის რაიონში 12 მაისს დააკავეს.

 

EUMM
EUMM