რეჟისორი ლილი იოსელიანი გარდაიცვალა

სხვადასხვა წლებში ის იყო მოზარდ მაყურებელთა თეატრის, მარჯანიშვილის თეატრისა და რუსთაველის თეატრის დამდგმელი რეჟისორი, ასევე, გორის გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი.

 

მისი მნიშვნელოვანი დადგმები იყო ბერნარდ შოუ – “პიგმალიონი”, მაქსიმ გორკი – “ფსკერზე”, მაქსიმ გორკი – “მდაბიონი”, ანტონ ჩეხოვი – “სამი და” თეოდორ დოსტოევსკი – “იდიოტი” და სხვ.


1945 წლიდან ლილი იოსელიანი შოთა რუსთაველის სახელობის თეატრისა და კინოს უნივერსიტეტში მოღვაწეობდა.

 

ლილი იოსელიანი
ლილი იოსელიანი