ლარი ისევ გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით 0.0081 ლარით გაუფასურდა.

ეროვნულმა ბანკმა ლარის ახალი ოფიციალური გაცვლითი კურსი გამოაქვეყნა. ხვალ, 3 ნოემბერს ერთი აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7251 ლარი იქნება. დღეს, დოლარის ოფიციალური ღირებულება 2,7170 იყო.

ეროვნული ვალუტა ევროს მიმართ კი 0,0294 ლარით გაუფასურდა. ერთი ევროს ღირებულება 3,1194 ლარი გახდა.