აზერბაიჯანში მოზარდების მავნე ჩვევებს სახელმწიფო დააკვირდება

აზერბაიჯანის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, მოსწავლეებს ექიმები და სპეციალისტები დააკვირდებიან. მონიტორინგის დროს ისინი ზეპირ გამოკითხვასაც ჩაატრებენ. ეჭვის გაჩენის შემთხვევაში კი მოზარდს დამატებითი გამოკვლევები ჩაუატრდება.


„სიგარეტისა და ალკოჰოლის „მოყვარულთა“ იდენტიფიცირება რთული არ არის. მწეველ მოზარდს სუნთქვის დროს ფილტვებში მსუბუქი ხმა აქვს, გულის მუშაობა დარღვეულია.  ალკოჰოლის მომხმარებელ მოზარდს კი ღვიძლის, კუჭის და გულის  სერიოზულ პრობლემები უვითარდება,“- აცხადებს ჯანდაცვის სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელი, ანარ გადირლი.