გაუპატიურებასა და მკვლელობაში ბრალდებული საქართველოს მოქალაქე კიევში დააკავეს

საქართველოს მოქალაქე მ.ხ, რომელსაც პოლონეთის ქალაქ ლოძში ქალის გაუპატიურებასა და მკვლელობაში ედება ბრალი, დაკავებულია. პოლონური მედიის ცნობით, ბრალდებული კიევში დააკავეს, სადაც ის პოლონეთიდან გადავიდა.

საქართველოს მოქალაქეს ინტერპოლის წითელი ცირკულარით ეძებდნენ.

ამავე თემაზე

გაუპატიურებისა და მკვლელობის ბრალდებით ინტერპოლი საქართველოს მოქალაქეს ეძებს