კონტრდაზვერვის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს ლევან ტაბიძეს წინასწარი პატიმრობა შეეფარდა

ადვოკატი ვლადიმერ გაბრიჩიძე მისი დაცვის ქვეშ მყოფისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 20 000 ლარიანი გირაოს შეფარდებას ითხოვდა, ხოლო პროკურატურა- პატიმრობას. მოსამართლემ პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა.

 

სხდომას თავად ლევან ტაბიძეც ესწრებოდა, ბრალდებულმა განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალს არ ეთანხმება. 

 

ლევან ტაბიძეს ბრალი წამებასა და უკანონოდ თავისუფლების აღკვეთაში ედება. პროკურატურის ცნობით ე.წ. მუხროვანის ამბოხისთვის ძებნილი პირების – ლევან ამირიძის, კობა ოთანაძისა და გია კრიალაშვილის ადგილსამყოფელის შესახებ ინფორმაციის მოპოვების მიზნით ლევან ტაბიძემ დაგეგმა და განახორციელა კობა ოთანაძის ნათესავებისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთა და მათი წამება.

ლევან ტაბიძე
ლევან ტაბიძე