საქართველოს მოსახლეობის 85%-ს სჯერა, რომ ქართული კულტურა სხვებზე უპირატესია – კვლევა

აღმოსავლეთ ევროპელები უფრო ხშირად საკუთარ კულტურას სხვებზე უპირატესად მიიჩნევენ. კვლევის მიხედვით, რომელიც 2015-2017 წლებში 34 ქვეყანაში ჩატარდა, მოსაზრებას, რომ მათი კულტურა სხვებზე უპირატესია, ყველაზე ხშირად საბერძნეთში, საქართველოსა და სომხეთში დაეთანხმნენ.

Pew Research Center-ის კვლევის მიხედვით, ამ კითხვაზე დადებითი პასუხი საბერძნეთის მოქალაქეების 89%-მა გასცა. საქართველო მეორე ადგილზეა 85%-ით, მესამე ადგილს კი სომხეთი 84 %-ით იკავებს.

კვლევის ავტორების განცხადებით, დასავლეთ ევროპის ქვეყნებში მოსახლეობა ნაკლებად ნანიხილვს რელიგიას, როგორც ეროვნული იდენტობის უმთავრეს კომპონენტს, ცენტრალურ და აღმოსავლეთ ევროპაში კი ეს მოსაზრება უფრო ხშირია. ამ კომპონენტშიც მოწინავე პოზიციას სომხეთი და საქართველო იკავებენ.

კვლევის მიხედვით, სომხეთში რელიგია ეროვნული იდენტობის უმთავრეს კომპონენტად მოსახლეობის 82%-ს მიაჩნია, საქართველოში კი- 81-ს.

ამავე თემაზე

საქართველოში მუსლიმებისა და ებრალების მიმართ მიმღებლობა ევროპაში ერთ-ერთი ყველაზე დაბალია – კვლევა