დღეს საღამოს სალომე ზურაბიშვილი განცხადებას გააკეთებს

პრეზიდენტობის კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი ამბობს, რომ განცხადებას დღეს, 20 საათზე გააკეთებს. ამის შესახებ ზურაბიშვილმა ფეისბუკზე დაწერა.

როგორც ცნობილია, ცესკოს პირველადი შედეგების გამოქვეყნების შემდეგ, რომლის მიხედვითაც მეორე ტური გარდაუვალია, ზურაბიშვილს კომენტარი არ გაუკეთებია.