Make Georgia Great Again! – სააკაშვილმა ტრამპის ლოზუნგი საქართველოს მოარგო

მიხეილ სააკაშვილმა დღეს, 30 ოქტომბერს, პირად ფეისბუკგვერდზე გარეკანის ახალი ფოტო გამოაქვეყნა. წითელ ფოტოზე დიდი თეთრი აწოებით წერია – Make Georgia Great Again, რაც დაახლოებით ნიშნავს “გახადე საქართველო კვლავ დიდებული”.

მართალია, მიხეილ სააკაშვილმა ამ ნაბიჯით აქცენტი საქართველოზე გააკეთა, თუმცა ეს ფრაზა ტრამპის წინასაარჩევნო ლოზუნგის შეცვლილი ვერსიაა.

მიხეილ სააკაშვილის ფეისბუკ გვერდზე გამოქვეყნებული ფოტო, სავარაუდოდ, საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტურს უკავშირდება, სადაც ორი კანდიდატი, “ოცნების” მხარდაჭერილი სალომე ზურაბიშვილი და “ძალა ერთობაშიას” კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე მონაწილეობენ.

Make America Great Again (გახადე ამერიკა კვლავ დიდებული) აშშ-ის ამჟამინდელი პრეზიდენტის ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო ლოზუნგი იყო.

Pledge from Trump to 'Make America Great Again'

ტრამპი თავისი პრეზიდენტობის განმავლობაში არაერთხელ გამხდარა მედიის კრიტიკის სამიზნე. მათ შორის, ქალთა შევიწროების ბრალდებით, ემიგრანტების მიმართ დაწესებული შეზღუდვებისა და რუსეთთან სავარაუდო კავშირების გამო. გარდა ამისა, აშშ-ის პრეზიდენტი არაერთხელ დაესხა თავს მის მიმართ ოპოზიციურად განწყობილ მედიას. მაგალითად, მას შემდეგ, რაც გასულ კვირას რამდენიმე დემოკრატი მაღალჩინოსნის სახლებში, მათ შორის, პრეზიდენტ ობამას საცხოვრებელთან და CNN-ის შენობაში საეჭვო ამანათი აღმოაჩინეს, ტრამპმა საზოგადოებაში არსებული ბრაზი მეინსტრიმული მედიის “ცრუ გაშუქებას” დააბრალა.

მიუხედავად იმისა, რომ “Make America Great Again” ტრამპს უკავშირდება, მსგავსი შინაარსის ფრაზა პირველად რეიგანის კამპანიაში 1980 წელს გაისმა.

Today in presidential primary front pages, 1980: Reagan's smash victory in New Hampshire… (@latimes, 2/27/1980) pic.twitter.com/UHEqXKYZ60

— Jack Bohrer (@JRBoh) February 27, 2016

წარწერა ფოტოზე: “რეიგანი – მოდი, გავხადოთ ამერიკა კვლავ დიდებული”.