15:00 საათისთვის არჩევანი მილიონზე მეტმა მოქალაქემ დააფიქსირა

ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, 15:00 საათის მდგომარეობით,  ამომრჩეველთა აქტივობამ 30,98% შეადგინა, რაც რაოდენობრივად 1 085 730 ამომრჩეველია.

ეს მონაცემი უფრო  ნაკლებია, ვიდრე 2013 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე დაფიქსირებული, როდესაც  15:00 საათისთვის ამომრჩეველთა აქტივობა  32,1%-ს შეადგენდა.

ყველაზე მაღალი აქტივობაა კვლავ ამბროლაურშია – 47,1%.