სოხუმი კიევის მხარდაჭერისთვის საერთაშორისო საზოგადოებას ადანაშაულებს

განცხადებას აფხაზეთის მთავრობა და პრეზიდენტი ავრცელებენ.

 

“ნეოფაშისტური შეირაღებული ფორმირებების მიერ და სამსჯელო ოპერაციების შედეგად, კიევის ხელისუფლების ხელმძღვანელობით, უდანაშაულო ადამიანები იტანჯებიან, მათ ცოცხლად წვავენ და მძიმე სამხედრო ტექნიკის გამოყენებით მათზე ძალადობას ახორციელებენ. აფხაზეთის პრეზიდენტი და მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამენ დაღუპულთა ოჯახებისა და ახლობლების გამო და იმედოვნებენ, რომ შეჩერდება ის უაზრო სამხედრო ოპერაცია, რომელმაც უკრაინა სამოქალაქო ომის ზღვართან მიიყვანა,”- წერია განცხადებაში. 

 

უკრაინის სამხრეთ აღმოსავლეთ ქალაქებში ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საომარი მოქმდებების გამო ათეულობით მშვიდობიანი მოსახლე დაიღუპა. 


სოხუმი
სოხუმი