შეკითხვაზე, იცოდით თუ არა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო გასცემს ელექტრონულ პირადობის მოწმობებს არსებული პირადობის მოწმობების ნაცვლად, გამოკითხულთა 88%–მა უპასუხა, რომ იცოდა.
კვლევაში მონაწილეთა 43% ამართლებს ელექტრონული პირადობის მოწმობების გაცემას, ხოლო 33% წინააღმდეგია. 24%–მა შეკითხვაზე პასუხის გაცემისგან თავი შეიკავა.
საქართველოს სხვა ქალაქებისა და სოფლებისგან განსხვავებით, იმ ადამიანების რიცხვი, ვინც ID ბარათების გაცემას არ ამართლებს, მაღალია თბილისში.
თბილისში გამოკითხულთა 40%–ისთვის ელექტრონული პირადობის მოწმობები მისაღებია, 40%–სთვის კი მიუღებელი.
კვლევის ფარგლებში გამოიკითხა 3 942 ადამიანი, ყველა მათგანი პირისპირი ინტერვიუს მეთოდით გამოიკითხა. კვლევის ცდომილება +/– 2.1%–ია.